West Georgian National Medical Centre
Academician Z. Tskhakaia West Georgian National Centre of Interventional Medicine, location- Kutaisi, Georgia, NMC.
West Georgian National Medical Centre


 

 

აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი

 

    ქუთაისში თანამედროვე დონის მრავალპროფილიანი კლინიკის შექმნა საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ გაბედული ინიციატივა გახლდათ. პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ლადო ჭიპაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. დღეს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს ევროპის ერთ-ერთ წამყვან სამკურნალო დაწესებულებას.
    მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ადრე აქ დამონტაჟდა ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა (2005-08წ. მოდელები). კერძოდ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი "SIGNA" - 1,5 T, მწარმოებელი- "ჯენერალ ელექტრიკი"; 64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი - “Somatom Sensation Cardiac”- "სიმენსი"; ანგიოგრაფი “INOVA”- "ჯენერალ ელექტრიკი"; "დრეგერის" სანარკოზე-სარეანიმაციო აპარატურა და უახლესი მონიტორული სისტემები, რომელთაც ანალოგი არ აქვთ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
    კლინიკა თანამშრომლობს ემორის (აშშ), ჰუმბოლდტის (გერმანია), პლზენისა (ჩეხეთი) და გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებთან, სადაც სწავლება 50-მდე ქართველმა ექიმმა და სამედიცინო ინჟინერმა გაიარა. 2006-2008 წლების განმავლობაში ჩატარებულია 3 საერთაშორისო კონფერენცია, სამუშაო ვიზიტით ნამყოფია 700-მდე ამერიკელი და ევროპელი წამყვანი სპეციალისტი.


გენერალური დირექტორი
    კახა ნურალიძე

    დაიბადა ქუთაისში 1973 წლის 16 ნოემბერს. 1990 წელს დაამთავრა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა ოქროს მედლით. ამავე წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. 1993 წელს თბილისში, რუსეთის არმიის ამიერკავკასიის დაჯგუფების #367 სამხედრო-საოლქო ჰოსპიტალში, ანესთეზიოლოგიის, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა მედძმის თანამდებობაზე.  დაწვრილებით »


      კლინიკა განთავსებულია შენობის A და B ბლოკში, გაშლილია 100 საწოლზე.

    სტრუქტურულად იყოფა:

          ქირურგიის დეპარტამენტი I, II, III ქირურგიული სამსახურებით;
       
    ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი _ I, II და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებით;
 
     გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტი კატასტროფის მედიცინის, ცენტრალური ლაბორატორიის, სხივური დიაგნოესტიკის, პათოლოგიური ანატომიის სამსახურებით.
მთავარი | საიტის რუკა | კონტაქტი
© 2007 დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი
Rambler's Top100MYTOP.GE